ბალხაშ-ალაქოლის ქვაბული

ბალხაშ-ალაქოლის ქვაბული (ყაზ. Балқаш-Алакөл ойысы) — დახშული ბრტყელი ქვაბული ყაზახეთში, ზღვის დონიდან 342-600 მ. ქვაბულის დასავლეთ ნაწილში, ბალხაშის ტბაა, აღმოსავლეთში სასიქოლისა და ალაქოლის ტბები. სამხრეთ ნაწილში თაუყუის, სარი-იშიქოთრაუს, მუინყუმის და სხვა ქვიშიანი მასივებია.

ბალხაშის რაიონში არსებული უდაბნოს ლანდშაფტი

ქვაბული წარმოქმნილია ტექტონიკური გაღუნვის შედეგად. ქვაბულის ძირზე ზოგან ქვიშის 30 მ სიმაღლის სერებია.

მცენარეულ საფარში ჭარბობს საქსაული, ჯუზღუნი, ავშანი და სხვ. ძირითადად უდაბნო-სტეპური მურა და მცირეკარბონატული ნაცრისფერი ნიადაგები, მლაშობებია. ნალექები 135-200 მმ წელიწადში.

ლიტერატურა

რედაქტირება