ბალტია-შავი ზღვის ღერძი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბალტია-შავი ზღვის ღერძი (ინგლ. Baltic-Black Sea Axis), ან ბალტია-შავი ზღვის კავშირის პროექტიგეოპოლიტიკური პროექტი, რომელიც გამოხატულია ზოგიერთი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწეების მიერ, ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან, როგორც სახელმწიფოთა ერთ-ერთი შესაძლო ალიანსი მრავალპოლარულ სამყაროში. იგი ითვალისწინებს გეოპოლიტიკური გაერთიანების შექმნას „დასავლეთ სამყაროს“ (დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფოები) და „პოსტსაბჭოთა სივრცეს“ (განსაკუთრებით რუსეთს, მის მოკავშირეებსა და სხვა ტოტალიტარულ სახელმწიფოებს) შორის.

ბალტია-შავი ზღვის ღერძი
ბალტია-შავი ზღვის ღერძი

ბალტია-შავი ზღვის ღერძის კონცეფციის სხვადასხვა ავტორი აერთიანებს არა მხოლოდ ბალტიისპირეთიდან შავ ზღვამდე ქვეყნებს, არამედ ამ ზღვების მოპირდაპირე სანაპიროებზე მდებარე სახელმწიფოებს: კავკასიას, ანატოლიას ან სკანდინავიურ ქვეყნებს. ამ ქვეყნებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის მცდელობები უკვე 100 წელზე მეტია განიხილება, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ორგანიზაციები, თუ შეიქმნა, „ალიანსების“ ხასიათს არ ატარებენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2005 წელს ლიეტუვაში ვიზიტისა და პრეზიდენტ ვალდას ადამკუსთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ „ბალტია-შავის ზღვის ღერძი რეალობა გახდა“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება