ბალიგიჩანი
ბალიგიჩანი[1] (რუს. Балыгычан)) — მდინარე რუსეთში, მაგადანის ოლქში. კოლიმის მარჯვენა შენაკადი. წარმოიქმნება მდინარეების ლევი-ბალიგიჩანისა და პრავი-ბალიგიჩანის შეერთებით. სიგრძე 352 კმ (ლევი-ბალიგიჩანის სათავიდან — 400 კმ),[2] აუზის ფართობი 17 600 კმ². მიედინება კოლიმის მთიანეთში. ძირითადად იკვებება წვიმის წყლებით. იყინება ოქტომბრის დასაწყისში, ლღვება მაისის ბოლოს. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად.[3]
ბალიგიჩანი რუს. Балыгычан | |
---|---|
სხვა სახელი | ლევი-ბალიგიჩანი |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | მაგადანის ოლქი |
სათავე |
ლევი-ბალიგიჩანისა და პრავი-ბალიგიჩანის შეერთება 61°58′20″ ჩ. გ. 155°05′05″ ა. გ. / 61.97222° ჩ. გ. 155.08472° ა. გ. |
შესართავი |
კოლიმა 63°59′12″ ჩ. გ. 154°14′41″ ა. გ. / 63.98667° ჩ. გ. 154.24472° ა. გ. |
სიგრძე | 352 კმ |
აუზის ფართობი | 17 600 კმ² |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 28.
- ↑ Балыгычан. «Вода России». ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2023
- ↑ Балыгычан // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.