ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი

ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი (უნგრ. Balaton-felvidéki Nemzeti Park) — ეროვნული პარკი უნგრეთში. 1997 წელს დაარსებული დაცული ეკოლოგიური სისტემა, რომელიც მოიცავს მიმდებარე ბალატონის მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიას (ბალატონის ტბის ჩრდილოეთით). დაარსდა უკვე დაცული ტერიტორიების კავშირით, რომელიც არსებობდა ცალკედ დიდი ხნის განმავლობაში. ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი ფართობი შეადგენს 56 997 ჰექტარს და ძირითადად შედგება ექვსი ლანდშაფტის დაცვის სფეროებიდან.[1] ეროვნული პარკის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ვესპრემში, რომელიც უდიდესი ქალაქია ბალატონის ტერიტორიაზე.

ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი

უნგრ. Balaton-felvidéki Nemzeti Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი
ბალატონის მთიანეთის ეროვნული პარკი
მდებარეობა ვესპრემი, ვესპრემის მედიე
ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
უახლოესი ქალაქი ვესპრემი
კოორდინატები 46°58′33″N 17°55′46″E / 46.9758° ჩ. გ. 17.9294° ა. გ. / 46.9758; 17.9294
ფართობი 570
დაარსდა 1997
ოფიციალური საიტი http://www.bfnpi.hu/

ტიჰანის ნახევარკუნძული

რედაქტირება

1952 წელს უნგრეთში შეიქმნა პირველი დაცული ლანდშაფტი ყველაზე მიმზიდველ, ყველაზე მრავალფეროვან და მეცნიერულად საუკეთესოდ გამოკვლეულ ფართობზე ქვეყანაში. იგი მოიცავს 1 562 ჰექტარს, რომლის 195 ჰექტარი არის უაღრესად დაცული. უნგრეთის ბალატონის ლიმნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა, რომელიც დაარსდა 1927 წელს ტიჰანიში (ვესპრემის მედიე) — რომელიც სწავლობდა არა მხოლოდ ბელატონის ტბას, არამედ გააკეთა ვრცელი კვლევა ტიჰანის ნახევარკუნძულზე. შედეგად, ასობით პუბლიკაცია შეეხო მის გეოლოგიას, ფლორითა და ფაუნით. ყველა კვლევამ მხარი დაუჭირა, რომ მიენიჭა დაცვა ამ ტერიტორიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება