ვესპრემის მედიე
ვესპრემის მედიე (უნგრ. Veszprém) — მედიე უნგრეთში. ადმინისტრაციული ცენტრი — ვესპრემი. ფართობი — 4613 კმ². მოსახლეობა — 346647 ადამიანი (2015). მდებარეობს ბალატონის ტბის ჩრდილოეთით. მედიეს შუა ნაწილში ბაკონის ტყიანი მთებია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით კიშალფელდში გადადის, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი ბალატონის ტბის ჩრდილოეთ ნაპირებამდე აღწევს. ნალექები 600-800 მმ წელიწადში.
მედიე | |||||
---|---|---|---|---|---|
ვესპრემის მედიე უნგრ. Veszprém | |||||
| |||||
ქვეყანა | უნგრეთი | ||||
ადმ. ცენტრი | ვესპრემი | ||||
შიდა დაყოფა | Ajka District, Balatonalmádi District, Balatonfüred District, Devecser District, Pápa District, Sümeg District, Tapolca District, Várpalota District, Veszprém District და Zirc District | ||||
კოორდინატები | 47°10′00″ ჩ. გ. 17°45′00″ ა. გ. / 47.16667° ჩ. გ. 17.75000° ა. გ. | ||||
დაარსდა | 16 მარტი, 1950 | ||||
ფართობი | 4613 კმ² | ||||
მოსახლეობა | 358 807 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 81 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო და UTC+1 | ||||
ოფიციალური საიტი | https://vpmegye.hu/ | ||||
ეკონომიკა
რედაქტირებავესპრემის მედიე სამრეწველო რაიონია, ბაკონის მთებში იღებენ ქვანახშირს, ბოქსიტებს, მანგანუმის მადანს. განვითარებულია ქიმიური, ალუმინის და მანქანათსაშენი მრეწველობა. მთებში ჭვავის, ქერის და შვრიის ნათესებია, დაბლობში ხორბლისა და სიმინდის. ბალატონის რივიერაზე განვითარებულია ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვესპრემის მედიე“ ვიკისაწყობში.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 382.