ბაიონის კონსტიტუცია
ბაიონის კონსტიტუცია — ნაპოლეონ I-ის მიერ ესპანეთისთვის ბოძებული კონსტიტუცია. მიღებულ იქნა ბაიონის კორტესზე 7 ივლისს. ბაიონის კონსტიტუციით ესპანეთი ცხადდებოდა კონსტიტუციურ მონარქიად, რომელსაც სათავეში ედგა სენატი, სახელმწიფო საბჭო და კორტესი. ერთადერთ ნებადართულ რელიგიად გამოცხადდა კათოლიკობა. კორტესის უფლებები ზუსტად არ იყო განსაზღვრული. მისი 172 დეპუტატიდან 80-ს მეფე ნიშნავდა. ბაიონის კონსტიტუციით შეიზღუდა მაიორატის სისტემა, მოისპო შინაგანი ბაჟები, დაწესდა გადასახადების ერთიანი სისტემა, გაუქმდა ფეოდალური სამართალწარმოება, ესპანეთისა და მისი კოლონიებისათვის შემოღებულ იქნა ერთიანი სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 157.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- (ესპანური) Text of the statute დაარქივებული 2010-01-04 საიტზე Wayback Machine.