ბაილაქანი
ბაილაქანი — შუა საუკუნეების ქალაქი ახლანდელ ნაქალაქარ ორენ-კალის ადგილზე, მტკვრისა და არაქსის შესართავთან ახლოს, თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დაარსდა დაახლოებით V–VI საუკუნეების მიჯნაზე როგორც სასანიანთა სახელმწიფოს საყრდენი პუნქტი ირანისა და ამიერკავკასიის დამაკავშირებელ საუკეთესო გზაზე. XI–XIII საუკუნეებში განვითარდა როგორც მსხვილი სახელოსნო და სავაჭრო ცენტრი.[1] ძლიერი ქალაქს წარმოადგენდა, გამაგრებული იყო რთული თავდაცვითი ნაგებობებით.[2] 1221 წელს გაანადგურეს მონღოლებმა. მისი აღდგენა 1403 წელს სცადა თემურლენგმა, თუმცა წარუმატებლად.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Байлакан // Советская историческая энциклопедия. т. 2. — М.: «Советская энциклопедия», 1962. — стр. 48.
- ↑ ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, წგნ. II, თბ.: „მეცნიერება“, 1970. — გვ. 86.