ბაიბაკი
ბაიბაკი (ლათ. Marmota bobac) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. სხეულის სიგრძე 60 სმ-მდე აღწევს. დაფარულია ხშირი, რბილი ბეწვით. დღის ცხოველია. სოროში 2-10 ბაიბაკი ცხოვრობს. აქვე ეძლევიან ისინი ზამთრის ძილს. შობენ 2-7 შიშველ, თვალაუხილავ ნაშიერს. ბაიბაკი წინათ ფართოდ იყო გავრცელებული უნგრეთის სტეპებიდან ირტიშამდე (ყირიმისა და წინაკავკასიის გამოკლებით). სტეპების გადახვნისა და ბაიბაკის ინტენსიური რეწვის გამო მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.
ბაიბაკი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Marmota bobak (Müller, 1776) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 12830 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 153.