ბათუმის სინაგოგა
ბათუმის სინაგოგა — სინაგოგა ბათუმში, აჭარაში, საქართველოში. აშენებულ იქნა 1904 წელს, არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის მიერ[1].
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნის დასაწყისში ადგილობრივმა ებრაელებმა რუსეთის იმ დროინდელ იმპერატორ ნიკოლოზ II-ს მიმართეს პეტიციით, რათა მათთვის სინაგოგის აშენების ნებართვა ებოძებინათ. ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყო „აშკენაზის“ (ებრ. (?)) ქვიანი სინაგოგის მშენებლობა, რომელიც არქიტექტორ სემიონ ვულკოვიჩის ხელმძღვანელობით 1904 წელს იქნა დასრულებული. ის ამსტერდამისა და ჰააგის სინაგოგების ანალოგს წარმოადგენდა. საბჭოთა პერიოდში შენობა სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა. 1993 წელს სინაგოგა კვლავ ებრაულ დიასპორას გადაეცა[2].
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 7479
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Batumi: sights დაარქივებული 2019-03-17 საიტზე Wayback Machine. . Official website of Batumi. Retrieved on May 10, 2009
- ↑ http://www.tourismadjara.ge. წაკითხვის თარიღი: 29.06.2013