ბათომურა
ბათომურა, ბაოლური, ბათომის ყურძენი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი საქართველოს ისტორიული მხარიდან — კლარჯეთიდან, შავშეთიდან ან ლივანიდანაა შემოტანილი. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ზემო აჭარის რაიონებში ასევე გვხვდება საქართველოს ისტორიული მხარეებიდან შემოტანილი ვაზის ჯიშები, რომლებსაც იმ ადგილების სახელწოდება აქვთ მიღებული, საიდანაც არიან წარმოშობით. მაგალითად: ლივანურა, კლარჯული და შავშურა. შესაძლებელია ბათომურაც აღნიშნული მხარეებიდან იყოს წამოღებული, შემდეგ ჯიშის ნამდვილი სახელი დაიკარგა და იმ ადგილის სახელი მიიღო, სადაც მასობრივად გავრცელდა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა, მომრგვალო ან განიერ-ოვალური, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად მცირედაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი ცილინდრულია, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური, საშუალო სიმკვრივის. მარცვალი მუქი ნათელია, საკმაოდ მსხვილი. ოვალურში ან შუაწელელში განიერი, სქელკანიანია და მკვრივი. მარცვალი მცირედაა დაფარული ცვილით. საკმაოდ ხორციანი და წვნიანია ჩვეულებრივი მოტკბო გემოთი.
ბათომურა ძლიერი ზრდის ჯიშია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 207 დღეა. მტევანი საშალოდ 82-122 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 4.5-5.0 ტონა. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-8.5 გ/ლ-ს.
ბათომურა გამოიყენება როგორც საღვინედ, ასევე სასუფრე ყურძნად. დაკრეფილი ყურძენი გაზაფხულამდე ინახება და კარგად იტანს ტრანსპორტირებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 66