ბაზუმის ქედი (სომხ. Բազումի լեռնաշխթա) — ქედი მცირე კავკასიონზე, სომხეთში. სიგრძე დაახლოებით 70 კმ, მაქსიმალური სიმაღლე 3016 მ (მწვერვალი ხალაბი). აგებულია ვულკანოგენურ-დანალექი ქანებითა და გრანიტის ინტრუზივებით. კალთებზე მდელოიანი სტეპებია, თხემურ ნაწილში — სუბალპური და ალპური მდელოები. ბამბაკის ხეობაში ფართოფოთლოვანი ტყეებია.

ბაზუმის ქედი
ბაზუმის ქედი
ბაზუმის ქედი
კოორდინატები: 40°55′ ჩ. გ. 44°17′ ა. გ. / 40.917° ჩ. გ. 44.283° ა. გ. / 40.917; 44.283
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
უმაღლესი წერტილი ხალაბი
სიმაღლე 3016 
სიგრძე 70 კმ
ბაზუმის ქედი — სომხეთი
ბაზუმის ქედი

ლიტერატურა რედაქტირება