ბავარიის ალპები
ბავარიის ალპები (გერმ. Bayerische Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ფართო გაგებით ტერმინი „ბავარიის ალპები“ გამოხატავს ალპების იმ ნაწილს, რომელიც ბავარიის ტერიტორიაზე ვრცელდება. ვიწრო გაგებით, მოქცეულია მდინარეების ლეხისა და ზაალახის ხეობებს შორის. წინათ ბავარიის ალპებს მიაკუთვნებდნენ ალგეის ალპებს, ხოლო ბერხტესგადენის ალპები ცალკე შტოქედია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2656 მ (მთა გროსერ-კროტენკოპფი). დამახასიათებელია მყინვარული რელიეფი, მათ შორის ცირკული ფორმები. არის U-სებრი ხეობები, სადაც მყინვარული გენეზისის ტბებია ჩამდგარი. სიახლოვეს ვრცელდება ბავარიის წინაალპები.
ბავარიის ალპები | |
---|---|
ბავარიის ალპები | |
კოორდინატები: 47°38′ ჩ. გ. 11°46′ ა. გ. / 47.633° ჩ. გ. 11.767° ა. გ. | |
ქვეყანა | გერმანია ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | გროსერ-კროტენკოპფი |
სიმაღლე | 2656 მ |