ბერხტესგადენის ალპები
ბერხტესგადენის ალპები (გერმ. Berchtesgadener Alpen) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში. ვრცელდება გერმანიისა (ბავარია) და ავსტრიის (ზალცბურგი) ტერიტორიაზე. გადაჭიმულია 45 კმ-ზე. მაქსიმალური სიმაღლე 2941 (ჰოხკენიგი). ქედის სამხრეთი მონაკვეთი აგებულია დოლომიტებით, რომლებზეც განლაგებულია მჭიდრო კირქვიანი სარტყელი. ბერხტესგადენის ალპების ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბერხტესგადენის ეროვნული პარკი.
ბერხტესგადენის ალპები | |
---|---|
ბერხტესგადენის ალპები | |
კოორდინატები: 47°25′13″ ჩ. გ. 13°03′45″ ა. გ. / 47.42028° ჩ. გ. 13.06250° ა. გ. | |
ქვეყანა | გერმანია ავსტრია |
უმაღლესი წერტილი | ჰოხკენიგი |
სიმაღლე | 2941 მ |
სიგრძე | 45 კმ |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბერხტესგადენის ალპები“ ვიკისაწყობში.
- ბერხტესგადენის ალპები (გერმანული)