ბადიარიხა
ბადიარიხა[1] (რუს. Бадяриха) — მდინარე რუსეთში, იაკუტიაში (სახაში); მდ. ინდიგირკის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 545 კმ, აუზის ფართობი 12,2 ათ. კმ². სათავეს იღებს მომის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე. მიედინება აბიის დაბლობზე, დასავლეთიდან ეკვრის ალაზეის ზეგანს. ძირითადი შენაკადებია: ოგოროხა (გოროხა), ორტო-ტირეხტიახი, ანტი. ძირითადად იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. წყლის საშუალო წლიური ხარჯი ქვემო წელზე დაახლ. 60 მ³/წმ. გაყინულია ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე. მდინარის აუზში 2000-მდე მცირე ზომის ტბაა საერთო ფართობით 461 კმ².[2]
ბადიარიხა რუს. Бадяриха | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სახა (იაკუტია) |
სათავე |
მომის ქედი 66°28′35″ ჩ. გ. 145°00′15″ ა. გ. / 66.47639° ჩ. გ. 145.00417° ა. გ. |
შესართავი |
ინდიგირკა 68°20′39″ ჩ. გ. 146°01′02″ ა. გ. / 68.34417° ჩ. გ. 146.01722° ა. გ. |
სიგრძე | 545 კმ |
აუზის ფართობი | 12,2 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | ინდიგირკა → აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 60 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ბადიარიხა ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 27.
- ↑ Бадяриха // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 644–645.