ივანე მუხრანბატონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბაგრატიონი-მუხრანსკი, ივანე)

ივანე კონსტანტინეს ძე მუხრანბატონი (დ. 7 თებერვალი 1812 ― გ. 11 მარტი, 1895) — მსხვილი ქართველი მემამულე, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.

ივანე მუხრანბატონი
მუხრანის სასახლე
ივანე მუხრანბატონის საფლავის ქვა სვეტიცხოველში

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლა-განათლება მიიღო პეტერბურგის პაჟთა კორპუსში. აქტიურად მონაწილეობდა საბრძოლო ოპერაციებში შამილის წინააღმდეგ. ამ დროს იგი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში ირიცხებოდა. 1848 წელს დაინიშნა ერევნის პოლკის მეთაურად. ყირიმის 1853-1856 ომის დროს სარდლობდა ე.წ. რიონის რაზმს, ებრძოდა სამეგრელოში შემოჭრილ ომერ-ფაშას ლაშქარს. თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის მუხრანბატონი დაჯილდოვდა წმ. გიორგის მესამე ხარისხის ორდენით.

1881 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ არჩეული იყო თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად (მარშლად). მუხრანბატონი ფლობდა 25 ათას დესეტინა მიწას. მას ერთ-ერთი პირველი ადგილი ეკავა რაციონალიზატორ მემამულეთა შორის; დიდ წარმატებას მიაღწია მეურნეობის კაპიტალისტურად გარდაქმნის საქმეში. 1876 მუხრანბატონმა საფრანგეთიდან გამოიწვია მეღვინეობის სპეციალისტები. დაიხმარა ცნობილი ქართველი მეღვინე ზ. ჯორჯაძე და მუხრანში ააგო დაახლოებით 1 მლნ. 200 ათ. ლიტრი ტევადობის ქარხანა, სადაც ღვინოს ევროპის წესით აყენებდა. 1882 მუხრანბატონის ღვინომ მოსკოვის გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - სახელმწიფო გერბი,ხოლო 1889 წელს პარიზში გამართულ Exposition Universelle Internationale ოქროს მედალი დაიმსახურა. თავად მუხრანბატონს კი საფრანგეთის მმართველობამ უმაღლესი ჯილდო “Officier du mérite agricole” უბოძა. დღეს ივანე მუხრანბატონის კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის აღდენის ფართო პროექტს ახორციელებს სამეღვინეო კომპანია შატო მუხრანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბენდიანიშვილი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.
  • გელაშვილი, ა. მუხრანის გაცოცხლებული ლეგენდა . - თბ., 2014. - 312 გვ.
  • გელაშვილი, ა. საგანგებოდ დავიწყებული ამაგი : ივანე მუხრანბატონი, აგრეთვე მისი განთქმული ღვინო, ძველ დიდებას იბრუნებს... // ისტორიანი : ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. - თბილისი, 2012. - აგვისტო. - N8 (20). - გვ. 28-33.
  • ნაცვლიშვილი ნ. მემამულური მეურნეობის კაპიტალისტური ევოლუცია აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისი, 1971
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 5, თბილისი, 1970

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება