ბაბლუარა
ბაბლუარა (ლათ. Swertia iberica Fisch) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სიმაღლე-2070სმ. ღერო სწორია, მსხვილი, ფუნჯა ბეწვით შებუსული, მარტივი ან ზედა ნაწილში ოდნავ დატოტვილი. ფესვთანური და ქვედა ფოთლები ფართო ელიფსურია ან კვერცხისებური, შევიწროებულია ბრტყელ ყუნწში. ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა, ზედა ფოთლები დაპატარავებულია. ყვავილედი ფარჩხატი საგველაა. ყვავილები მოთეთრო-ყვითელია ან მკრთალი ცისფერი მუქი წინწკლებით. ყვ. ნაყ. VIIX. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში, ტენიან მდელოებსა და ფერდობებზე, იშვიათად – კლდეებზე. საქართველოში გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, მცირე აზიას. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
ბაბლუარა | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||
| |||||||
ლათინური სახელი | |||||||
Swertia iberica Fisch. ex Boiss | |||||||
დაცვის სტატუსი | |||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 19618320 | |||||||
|
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სუხიტაშვილი კ., საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ., 2018, გვ. 348.