ბაბკენესაის ძე სარქისოვი (დ. 8 დეკემბერი, 1913, ქ. შუშა — გ. 4 თებერვალი, 1999, ერევანი) — წარმოშობით სომეხი საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1938 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ინდუსტრიული ინსტიტუტი და სკკპ ცკ-თან არსებული უმაღლესი პარტსკოლა (1944). 1929 წლიდან მუშაობდა ბაქოში მექანიკურ სახელოსნოების ოსტატად. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის უფროს ინჟინრად (1938–1939), მთავარი მექანიკოსის მოადგილედ (1939–1941), სკკპ ცკ-ის პარტორგად (1941–1943). 1944–1955 წლებში სკკპ ცკ-ის აპარატში იყო. 1955–1961 წლებში მუშაობდა სომხეთის კომპარტიის ცკ-ის მდივნად, სომხეთის სსრ მინისრთა საბჭოს სამეცნიერო-კვლევით სამუშაოთა კოორდინაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ (1961–1966), სომხეთის სსრ ავტოტრანსპორტის მინისტრად (1966–1970), სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს ფასების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ (1970–1975). 1975 წლის ივლისიდან 1985 წლამდე სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე და სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე იყო. სკკპ ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრი (1976), სსრკ IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენით, აგრეთვე მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება