გიორგი ბაბილოძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბაბილოძე, გიორგი)

გიორგი იოსების ძე ბაბილოძე (დ. 20 აპრილი, 1911, სოფ. ტარა, ომსკის ოლქი ― გ. 19 აგვისტო, 1990, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (სპორული ტანმოვარჯიშე). ქართველ ტანმოვარჯიშეთა ძველი თაობის წარმომადგენელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947),[1] საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1957), საკავშირო კატეგორიის მსაჯი (1940), საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1971).[2][3][4]

გიორგი ბაბილოძე
სრული სახელი გიორგი იოსების ძე ბაბილოძე
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი
დაიბადა 20 აპრილი, 1911
სოფ. ტარა, ომსკის ოლქი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 19 აგვისტო, 1990 (79 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
დისციპლინა სპორტული ტანვარჯიში
გუნდი „სტროიტელი“ (თბილისი)
„დინამო“ (თბილისი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი, ხოლო 1947 წელს ფიზკულტურის ცენტრალური საკავშირო ინსტიტუტის ფილიალი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ორძელზე (1939). ამავე წელს გაიმარჯვა პროფკავშირთა საკავშირო ასპარეზობაში და მიიღო აბსოლუტური ჩემპიონის პირველი ოქროს მედალი.[5]

1940 წელს იგი იყო საკავშირო ჩემპიონატის ოქროს ლაურეატი რგოლებზე ვარჯიშში. 1934 წელს გაიმარჯვა საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრების პირველი საკავშირო ჩემპიონატის გუნდურ ასპარეზობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1932), საკავშირო პროფკავშირების აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში (1939). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

მიღწევები

რედაქტირება
  • 1971 — საქართველოს ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1957 — საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი
  • 1947 — საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1940 — საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (რგოლებზე ვარჯიში)
  • 1940 — საკავშირო კატეგორიის მსაჯი
  • 1939 — საკავშირო პროფკავშირების აბსოლუტური ჩემპიონი მრავალჭიდში
  • 1939 — საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (ორძელზე ვარჯიში)

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი ნ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ.313, თბ., 1997

პერიოდიკა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თაობათა ესტაფეტა // „ლელო“, 7 ნოემბერი, 1987, № 214 (9625), გვ. 3.
  2. გიორგი ბაბილოძე. ფოტომატიანე „ივერიელი“. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  3. Бабилодзе Георгий Иосифович. sportgymrus.ru. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  4. Бабилодзе Георгий Иосифович. gymnast.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-26. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
  5. ძველი ფოტოსურათები მოგვითხრობენ. ალექსანდრე ჯორჯაძე, გიორგი ბაბილოძე და კოტე ზაალიშვილი // „ლელო“, 26 მაისი, 1964, № 102 (2465), გვ. 4.