ბაბა სიდიქი
ბაბა ზიაუდინ სიდიქი | |
2021 | |
სურსათის, სამოქალაქო მომარაგების და შრომის სახელმწიფო მინისტრი, მაჰარაშტრას მთავრობაში | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 ნოემბერი 2004 – 1 დეკემბერი 2008 | |
თავმჯდომარე | ვილასრაო დეშმუხი |
მაჰარაშტრას საკანონმდებლო ასამბლეის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2009 – 2014 | |
მაჰარაშტრა პრადეშის კონგრესის კომიტეტის საპარლამენტო საბჭოს წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
19 მაისი 2019 – 8 თებერვალი 2024 | |
მუმბაის რეგიონული კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე და მთავარი ვიცე- პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ოქტომბერი 2014 – 8 თებერვალი 2024 | |
მაჰარაშტრას საბინაო და ტერიტორიის განვითარების საბჭოს თავმჯდომარე | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2000 – 2004 | |
მუმბაის მუნიციპალური კორპორაციის მრჩეველი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1993 – 2003 | |
დაბადებული | 13 სექტემბერი 1958 კოპალგანი, ბიჰარი |
გარდაცვლილი | 12 ოქტომბერი 2004 (66 წლის) მუმბაი, მაჰარაშტრა, ინდოეთი |
მოქალაქეობა | ინდოეთი |
პოლიტიკური პარტია | ინდოეთის ეროვნული კონგრესი |
მეუღლე | შეჰზადე სიდიქი |
შვილები | 2 |
ბაბა ზიაუდინ სიდიქი (დ. 13 სექტემბერი 1958 — გ.12 ოქტომბერი 2024) — ინდოელი პოლიტიკოსი, საკანონმდებლო ასამბლეის (MLA) წევრი მაჰარაშტრას შტატში, ვანდრეს დასავლეთის ასამბლეის ოლქში იზედიზედ სამი ვადით 1999, 2004 და 2009 წლებში და ასევე იკავებდა სურსათისა და სამოქალაქო მარაგების სახელმწიფო მინისტრის (FDA) და შრომის მინისტრის პოსტებს ვილასრაო დეშმუხის კაბინეტში 2004-2008 წლებში.
1992 წლიდან 1997 წლამდე სიდიქი მსახურობდა მუნიციპალურ კორპორატორად ზედიზედ ორი ვადით. გარდაცვალებამდე იყო მუმბაის რეგიონული კონგრესის კომიტეტისა და მაჰარაშტრა პრადეშის კონგრესის კომიტეტის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. 2024 წლის 8 თებერვალს დატოვა ინდოეთის ეროვნული კონგრესი და მოგვიანებით შეუერთდა ნაციონალისტური კონგრესის პარტიას, რომელსაც ხელმძღვანელობდა აჯიტ პავარი.[1] [2]
პოლიტიკოსი მოკლეს ინდოეთის ქალაქ მუმბაიში 2024 წლის 12 ოქტომბრის ღამეს, საღამოს 9:15 საათიდან საღამოს 21:30 საათამდე. ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა 66 წლის ბაბა სიდიქის ცეცხლი მისი შვილის, ზეიშანის ოფისთან ახლოს გაუხსნეს, რომელიც ასევე პოლიტიკოსია. [3] [4] [5] [6]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაზიაუდის სიდიქი, რომელიც ასევე ცნობილი იყო როგორც ბაბა სიდიქი, ინდოეთის ეროვნულ კონგრესს (INC),შეუერთდა 1977 წელს. იგი მონაწილეობდა იმ დროის სხვადასხვა სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც ინდოეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის - INC-ის სტუდენტური ფრთის მუმბაის განყოფილების წევრი. 1980 წელს იგი გახდა ბანდრას ახალგაზრდული კონგრესის - ბანდრა ტალუკას გენერალური მდივანი და აირჩიეს მის პრეზიდენტად მომდევნო ორი წლის განმავლობაში. 1988 წელს გახდა მუმბაის ახალგაზრდული კონგრესის პრეზიდენტი. ოთხი წლის შემდეგ იგი აირჩიეს მუნიციპალურ მრჩეველად მუმბაის მუნიციპალურ კორპორაციაში და ხელახლა აირჩიეს თანამდებობაზე ხუთი წლის შემდეგ. 1999 წელს იგი გახდა საკანონმდებლო ასამბლეის წევრი (MLA) ბანდრას დასავლეთის ასამბლეის ოლქიდან. ის ხელახლა აირჩიეს 2004 და 2009 წლებში, ზედიზედ სამი ვადით. სიდიქი მაჰარაშტრას მთავრობის მიერ 2000 წლიდან 2004 წლამდე დაინიშნა მაჰარაშტრას საბინაო მშენებლობის და ტერიტორიის განვითარების ორგანოს (MHADA) მუმბაის საბჭოს თავმჯდომარედ. ის ასევე დაინიშნა მაჰარაშტრას მთავრობის სურსათისა და სამოქალაქო მარაგების, შრომის, FDA და მომხმარებელთა დაცვის სახელმწიფო მინისტრად. ხსენებულ თანამდებობას იკავებდა 2004 წლიდან 2008 წლამდე. 2011 წელს მან დააფინანსა ეკო-ბაღის შექმნა ბანდრა-ხარში. [7] [8]
თანამდებობები
რედაქტირება- ინდოეთის სტუდენტთა ეროვნული კავშირის წევრი (მუმბაი) (1977)
- ბანდრას ახალგაზრდული კონგრესის ბანდრა ტალუკას გენერალური მდივანი (1980)
- ბანდრას ახალგაზრდული კონგრესის ბანდრა ტალუკას პრეზიდენტი (1982)
- მუნიციპალური მრჩეველი მუმბაის მუნიციპალურ კორპორაციაში (1993–1998), (1998–2003)
- საკანონმდებლო ასამბლეის (MLA) წევრი - (1999–2004), (2004–2009) და (2009–2014)
- სურსათისა და სამოქალაქო მარაგების, შრომისა და FDA სახელმწიფო მინისტრი (2004–2008)
- MHADA მუმბაის საბჭოს თავმჯდომარე (2000–2004)
- მუმბაის რეგიონული კონგრესის კომიტეტის თავმჯდომარე და უფროსი ვიცე პრეზიდენტი (2014)
- მაჰარაშტრა პრადეშის კონგრესის კომიტეტის საპარლამენტო საბჭოს წევრი (2019)
- ნაციონალისტური კონგრესის პარტიის წევრი (მოქმედი). თანამდებობა დაიკავა 2024 წლის 12 თებერვალს
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბაბა სიდიქე დაქორწინებული იყო შეჰზინ სიდიქზე. მათ ორი შვილი შეეძინათ: ქალიშვილი, არშია სიდიქი და ვაჟი, ზეეშან სიდიქი.
მკვლელობა
რედაქტირებაბაბა სიდიქზე თავდასხმა მოხდა 2024 წლის 12 ოქტომბერს მუმბაიში. მას სამმა პირმა ესროლა. 66 წლის პოლიტიკოსი ლილავათის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა გარდაცვალება.
ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს მთავრობა და განაცხადეს, რომ მომხდარის დროს უსაფრთხოების სერიოზულ ხარვეზს ჰქონდა ადგილი. შტატის მთავრობა საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემთხვევას სამართლიანად გამოიძიებენ.
ორი ეჭვმიტანილი დაკავებულია, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც გურმაილ ბალჯიტ სინგჰი ჰარიანადან და დჰარმარაჯ რაჯეშ კაშიაპი უტარ პრადეშიდან . მკვლელობის მოტივი ჯერ გაურკვეველია. პოლიციამ დაასახელა კიდევ ორი ეჭვმიტანილი, შივ კუმარი უტარ-პრადეშიდან [9] და მოჰამად ზეეშან ახტარი. [10]
ინდური მედიის ზოგიერთი წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილებმა განაცხადეს, რომ ისინი ცნობილი კრიმინალის, ლორენს ბიშნოის მიერ მართული ბანდის წევრები არიან.
ბიშნოი ამჟამად რამდენიმე მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის იხდის სასჯელს ტიჰარის ციხეში, მათ შორის არის 2022 წელს ინდოელი რეპერის, სიდუ მუს ვალას მკვლელობა.
როგორც ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ სიდიქის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რის შედეგადაც მისი დაცვა გააძლიერეს, თუმცა პოლიტიკოსს ამან ვერ უშველა.[9][10][11]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Baba Siddique announcement regarding resignation from INC.
- ↑ Baba Siddique X announcement regarding joining NCP.
- ↑ Mallick, India TV News; Mallick, India TV. (12 October 2024) Baba Siddique, who was shot at in Mumbai, dies, confirms Lilavati Hospital en. ციტირების თარიღი: 12 October 2024
- ↑ Politician Baba Siddique Known for Grand Bollywood Iftar Parties Shot Dead! en. ციტირების თარიღი: 13 October 2024
- ↑ Indian politician Baba Siddique shot dead in Mumbai.
- ↑ Indian Politician Known For His Close Ties With Bollywood Is Killed in Mumbai. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-10-14. ციტირების თარიღი: 2024-11-01.
- ↑ „Bandra-Khar locals get a green Christmas present“. The Times of India. 26 December 2011. ციტირების თარიღი: 28 September 2014.
- ↑ Narayan Rane may run for council polls (6 October 2015).
- ↑ 9.0 9.1 „Baba Siddique murder accused found hiding in bushes before arrest“. India Today. 13 October 2024. ციტირების თარიღი: 13 October 2024.
- ↑ 10.0 10.1 „Baba Siddique killer's mother, grandmother break silence: 'Kill him, we have nothing to do...'“. Mint. 13 October 2024. ციტირების თარიღი: 13 October 2024.
- ↑ Lawrence Bishnoi's Gang Claims Responsibility For Baba Siddique's Murder.