აჰმედ-ფაშას ლაშქრობა საქართველოში

აჰმედ-ფაშას ლაშქრობა საქართველოშიოსმალეთის ჯარის ლაშქრობა სამცხე-საათაბაგოში ვეზირ აჰმედ-ფაშას ხელმძღვანელობით 1549 წელს.

ოსმალთა სულთანმა სულეიმან I-მა (მართავდა 1520–1566 წლებში) სპარსეთის წინააღმდეგ განზრახული ომის წინ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა გადაწყვიტა. 25 აგვისტოს ოსმალთა 40-ათასიანი ჯარი მეორე ვეზირის აჰმედ-ფაშას სარდლობით საქართველოსაკენ დაიძრა. 13 სექტემბერს მტერმა ალყა შემოარტყა და ზარბაზნების ცეცხლი დაუშინა თორთუმის ციხეს. ქართველთა მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად მტერმა შეძლო ციხის აღება. ამის შემდეგ მან დაიკავა ფანასკერტი, ნიხახი, ამირახორი, ახჩაყალა, მეორე ახჩაყალა, თალხისი, ლივანის ხეობა და ტაოს მხარე — სულ 35 ციხე. ოსმალებმა 14 ციხე დაანგრიეს, 21-ში კი თავიანთი გარნიზონი ჩააყენეს. დაპყრობილ ტერიტორიაზე თორთუმის, ქიამხის, ახჩაყალისა და ლივანის სანჯაყები დააარსეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1964.
  • სვანაძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII სს., თბ., 1971.
  • სვანიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.