აჰმედხან აბუ-ბაქარი

აჰმედხან აბუ-ბაქარი (ნამდვილი სახელი აჰმედხან აბაქაროვიჩ აბაქაროვი, დარ. Гlяхlмадхан Абу-Бакар; დ. 12 დეკემბერი, 1931, კუბაჩი — გ. 23 ოქტომბერი, 1991, მაჰაჩყალა, დაღესტანის ასსრ) — დარგუელი საბჭოთა მწერალი.

აჰმედხან აბუ-ბაქარი
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1931(1931-12-12)[1]
დაბადების ადგილი კუბაჩი[1]
გარდაცვალების თარიღი 23 ოქტომბერი, 1991(1991-10-23) (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი მაჰაჩყალა, დაღესტანის ასსრ, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, სცენარისტი და დრამატურგი
ენა დარგუული ენები
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი
ჟანრი პროზა
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1954 წელს გამოაქვეყნა ლექსების კრებული „გარიჟრაჟი“, შემდეგ — პოემა „მწარე თქმულება“ (1955), მოთხრობები „თემირ-ბულათი“ (1957), „ძეგლი გზის პირას“ (1958), „დარგუელი ქალიშვილები“ (1962), „თოვლის კაცები“ (1966), „გოდეკანის ყელსაკიდი“ (1967) და სხვა. პიესები „ნაბდიანი ხალხი“ (1959), „ოქროსხელიანი ნურ-ედ-დინი“ (1964). აჰმედხან აბუ-ბაქარის ერთ-ერთი მოთხრობის მიხედვით კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ შექმნა მხატვრული ფილმი „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ (რეჟისორი თ. აბულაძე). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

ლიტერატურა

რედაქტირება