აჰანეითი
აჰანეითი (აჰა-ნეით) — ძველი ეგვიპტელი ქალი, რომელიც ცხოვრობდა, პირველი დინასტიის დროს. აჰანეითს სახელი ქალღმერთ ნეითის პატივსაცემად დაარქვეს. აჰანეითი დაკრძალულია პირველი დინასტიის ფარაონ ჯეტისთან ერთად უმ ელ-ქააბში. სამარხს საფლავი ზი (ინგლ. Tomb Z) ეწოდება, სწორედ ამ სამარხში არის სტელა, რომელზეც დატანილია აჰანეითის სახელი.[1] სტელას იუსი 14268 (ინგლ. UC 14268) ეწოდება.[2] მეორე დინასტიის მმართველობის დაწყებამდე ეგვიპტეში არსებობდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სამეფო ოჯახის ზოგიერთი წევრი ფარაონთან ერთად, ერთ სამარხში იკრძალებოდა, რათა მმართველს იმ ქვეყნადაც გაჰყოლოდნენ. აქედან გამომდინარე არსებობს მოსაზრებები (ვერსია), რომ აჰანეითი შესაძლოა ყოფილიყო ფარაონ ჯეტის მეუღლე, ან სამეფო ოჯახთან დაკავშირებული პირი. მწირი ინფორმაციის გამო, დანამდვილებით უცნობია თუ ვინ იყო აჰანეითი.
აჰანეითი | |
---|---|
დაკრძალულია | უმ ელ-ქააბი |
ეროვნება | ეგვიპტელი |
წოდება | ეგვიპტის დედოფალი (?) |
რელიგია | ეგვიპტური რელიგია |
მეუღლე(ები) | ჯეტი (?) |
შვილ(ებ)ი | უცნობია |
დინასტია | პირველი დინასტია (?) |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აბიდოსის სამარხთა სია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-24. ციტირების თარიღი: 2015-08-03.
- ↑ პირველი დინასტიის სტელა (აბიდოსი)