სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აჯამკა.

აჯამკა (უკრ. Аджамка) — მდინარე უკრაინაში, კიროვოჰრადის ოლქის კროპივნიცკის რაიონში. ინგულის მარცხენა შენაკადი (სამხრეთის ბუგის აუზი). სიგრძე 61 კმ, აუზის ფართობი 614 კმ². სათავე აქვს მაღლობზე (ზღვის დონიდან 222,5 მეტრი), სოფელ ბოჰდანივკის დასავლეთით. შენაკადების საერთო სიგრძე დაახლ. 91 კმ-ია, მათ შორის ყველაზე დიდია: სერებრიანკა, ჩორნა, მოკრა-ბალკა, ჩერვონი-იარი. ჩამონადენი დარეგულირებულია, მდინარეზე არის 29 ტბორი და წყალსაცავი საერთო მოცულობით 9,7 მლნ. მ³; სარკის ფართობით მათ შორის უდიდესია აჯამკისა (130 ჰა) და კლინცის (87 ჰა). იყენებენ წყალმომარაგებისათვის, მეთევზეობისათვის, სარწყავად. მდინარის ხეობაშია ბუნების უნიკალური პალეონტოლოგიური და გეოლოგიური ობიექტები. პალეოგენურ ქვიშაქვებში აღმოჩენილია საბალის გვარის პალმების ანაბეჭდები. აჯამკის ორნითოლოგიურ ნაკრძალში დაცულია რუხი ყანჩების კოლონია.[1]

აჯამკა
უკრ. Аджамка
ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ტერიტორიული ერთეულები კროპივნიცკის რაიონი (კიროვოჰრადის ოლქი)
სათავე 48°43′47″ ჩ. გ. 32°28′05″ ა. გ. / 48.729778° ჩ. გ. 32.468222° ა. გ. / 48.729778; 32.468222
სათავის სიმაღლე 222,5 მ
შესართავი ინგული
48°23′12″ ჩ. გ. 32°22′24″ ა. გ. / 48.386917° ჩ. გ. 32.37333° ა. გ. / 48.386917; 32.37333
სიგრძე 61 კმ
აუზის ფართობი 614 კმ²
მდინარის ტიპი ინგულისამხრეთის ბუგიშავი ზღვა
აჯამკა (მდინარე) — უკრაინა
აჯამკა (მდინარე)
აჯამკა (მდინარე)
— სათავე, — შესართავი
  1. Сіденко, В. М.; Гаврилюк, В. І.. Аджамка uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс] (2001). ციტირების თარიღი: 1 ნოემბერი, 2023