ახმეტის კვირაცხოვლის ეკლესია

ახმეტის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის სამხრეთით, მდინარე ორვილის მარჯვენა ნაპირას, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,6 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ფასადებზე აქა-იქ მოზრდილი შირიმის ქვებია ჩასმული. დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და აქა-იქ კედლების ზედა ნაწილი. თაროსებრი ლავგარდნისაგან შემორჩენილია რამდენიმე ქვა.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხა. აღმოსავლეთით, ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, რომელიც გარეთკენ მკვეთრად მაღლდება. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია, ხოლო ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული. საკურთხეველი გადახურულია სხმული კონქით, სხმულია კამარაც. ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.

ლიტერატურა რედაქტირება