ახმეტელის თეატრი (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
„ახმეტელის თეატრი“ (ყოფილი სახელწოდება „გლდანი“) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ბოლო გაჩერება. ხაზის შემდეგი სადგურია სარაჯიშვილი. მდებარეობს გლდანის დასახლებაში. გაიხსნა 1989 წლის 7 იანვარს. მისი პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები გ. რაზმაძე, ს. ჩოლოყაშვილი და გ. მოძმანიშვილი.[2] სადგურს შესასვლელი ერთი მხრიდან აქვს.
„ახმეტელის თეატრი“ | |
---|---|
რუს. Театр Ахметели პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
ამოსასვლელი | 41°47′30″N 44°48′56″E / 41.79161831618437° ჩ. გ. 44.815472671751245° ა. გ. |
რაიონი | გლდანის რაიონი |
გახსნის თარიღი | 7 იანვარი, 1989 |
წინა სახელები | „გლდანი“ |
ტიპი | მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის კოლონური |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
გ. რაზმაძე ს. ჩოლოყაშვილი გ. მოძმანიშვილი |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“[1] |
ქალაქში გასასვლელი | ომარ ხიზანიშვილის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„ახმეტელის თეატრი“ ვიკისაწყობში |
სადგური, რომელიც მარმარილოთი და გრანიტითაა მოპირკეთებული, 2007 წელს განახლდა. 14 დეკემბერს დასრულებული სამუშაოების დროს, ცვლილება შეეხო, როგორც შესასვლელის, ისე დახრილი გვირაბისა და მოსაცდელი ვესტიბულის დიზაინს; დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის მონიტორები, სარეკლამო ბილბორდები და განახლდა განათების სისტემა.
გალერეა
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.