ახალსოფლის პირველი სამაროვანი
ახალსოფლის მეორე სამაროვანი — ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ახალსოფლის არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელში, ეკლესიის ტერიტორიაზე. თარიღდება X-XIV საუკუნეებით.
სამარხები შედგება ქვიშაქვით ნაგები ქვაყუთებისგან. ზოგიერთის კედელი ერთი მთლიანი ქვისაა. მიცვალებულები დაკრძალებულნი არიან ზურგზე, თავით დასავლეთისკენ. რიგი სამარხებისა კოლექტიურია. დასტურდება მეორადი დაკრძალვაც. სამარხები ძირითადად უინვენტაროა.
სამაროვანზე აღმოჩნდა მინის სადა და გრეხილღეროიანი სამაჯურები და მათი ნატეხები. მინის ინკრუსტირებული და სარდიონის მძივი, ფაიანსის მედალიონი, თიხის მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, სამყურა ბალახის მოყვანილობის ტუჩიანი დოქი, ჯამი, მთლიანი, ჩაიდნისებრი ხელადა, ვერცხლის ჯვარი, რომელზეც ჯვარცმაა გამოსახული. ორი გახვრეტილი, საკიდებად გამოყენებული მონეტა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 358-359.