ახალსოფლის კოპალეს წმინდა გიორგი

ახალსოფლის კოპალეს წმინდა გიორგი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელი ახალსოფლის მახლობლად, კოპალად წოდებულ ადგილზე. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით.

ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია რიყის მოზრდილი ქვებით კირის ხსნარზე. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ირგვლივ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. დასავლეთ მხარე გახსნილია, სამხრეთით კი კარია, რომელიც გაურკვეველი დანიშნულების სათავსოში გადის.

შენობას დასავლეთ მხრიდან ეკვრის მოზრდილი, ძლიერ დაზიანებული საწნახელი.

ლიტერატურა რედაქტირება