ახალსოფლის ეკლესიის წარწერა
ახალსოფლის ეკლესიის წარწერა — ძველი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ეკლესიის გალავანში ჩატანებულ ქვაზე აღმოჩნდა, დაახლოებით, X-XI საუკუნეებისა.
წარწერა
რედაქტირებაწარწერა სამსტრიქონიანია:
- † წ~ო მოწ~ო ბგრ~ტ ად~დე ბგ~რტ აფ...
- თა მფ~ე და ად~ე სლი გრდ~ხტ დ~დ
- ფსი წე~ ღთ~სა დკ~ბე თლ~ი ბტ~სი მწ~სა მრნ~ს
ანუ:
- † წმიდაო მოწამეო ბაგრატ, ადიდე ბაგრატ აფ[ხაზ]–
- თა მეფე და ადიდე სული გურანდუხტ დედ–
- ოფლისაი წინაშე ღმრთისა, დაუტკბე თული ბაგრატისი მიწასა მირიანს.
დახასიათება
რედაქტირებაპალეოგრაფიული თვალსაზრისით წარწერა ხასიათდება იმით, რომ მასში ლ გრაფემა ნუსხურია (შდრ. ფიის წმინდა თევდორეს ეკლესიის წარწერა). ენობრივი თვალსაზრისით საყურადღებოა ისტორიული /აჲ/ დიფთონგის აი გრაფემათა მიმდევრობით გადმოცემა. გვხვდება საინტერესო ფრაზეოლოგიზმი: თუალისა დატკბობა.
დათარიღება
რედაქტირებაექვთიმე თაყაიშვილი თვლიდა, რომ წარწერა ბაგრატ IV-ს მეფობის ხანით (1027–1072) თარიღდება. ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის აზრით, წარწერაში მოხსენიებული ბაგრატი ბაგრატ III-ა. ისინი წარწერას 975–1014 წლებისად მიიჩნევენ. ნ. შოშიაშვილი ფიქრობს, რომ წარწერა X საუკუნის ბოლო მეოთხედს განეკუთვნება.
ლიტერატურა
რედაქტირება- კ დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997, გვ. 53–54
- Е. Такаишвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, II, 1907; IV, Тф., 1913, ст. 9-11
- ა. ბაქრაძე, ს. ბოლქვაძე, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართულ ეპიგრაფიკულ ძეგლთა კატალოგი, თბ., 1953, გვ. 28
- ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, თბ., 1980, გვ. 259