სკოტლანდ იარდი

(გადამისამართდა გვერდიდან ახალი სკოტლანდ იარდი)

ახალი სკოტლანდ იარდი (ინგლ. New Scotland Yard — ახალი შოტლანდიური ეზო), შემოკლებით სკოტლანდ იარდი — დიდი ლონდონის საქალაქო პოლიციის სამსახურის (ინგლ. Metropolitan Police Service) შტაბ-ბინაა. მოთავსებულია 20-სართულიან საოფისე ბლოკში ბროდვეისა და ვიქტორიის ქუჩების გასწვრივ ვესტმინსტერში, პარლამენტიდან დაახლოებით 450 მეტრში. განთქმული მოტრიალე აბრა (სურათზე), რომელიც ხშირად ჩანს ტელევიზიით და კინოფილმებში, შტაბ-ბინის მთავარი შესასვლელის წინ დგას ბროდვეიზე.

ახალი სკოტლანდ იარდი, ლონდონი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება