ახალი საგნობრიობა (არქიტექტურა)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ეს სტატია არქიტექტურულ მიმდინარეობას ეხება. ფერწერის შესახებ იხილეთ ახალი საგნობრიობა.

ახალი საგნობრიობა (თარგმანი გერმანულიდან Neue Sachlichkeit, ინგლ. New Objectivity) — სახელი, რომელსაც ხშირად უწოდებენ მოდერნისტულ არქიტექტურას წამოსულს ევროპიდან, ძირითადად გერმანულენოვანი ქვეყნებიდან 1920-იან და 30-იან წლებში. მას ასევე ხშირად Neues Bauen (ახალი შენება) უწოდებენ. ახალმა საგნობიობამ მრავალი გერმანული ქალაქი განაახლა, სანამ მას 1933 წელს ნაცისტების მიერ ხელისუფლებაში მოსვლა არ შეაჩერებდა.

ჰანს შარუმი — სიმენსშტადტი, ბერლინი, 1929-31.
ბრუნო ტაუტი, საცხოვრებელი ბინები ბერლინში, 1927-28.

ამ სტილის ადრეული ნიმუშები პირველ მსოფლიო ომამდე გაჩნდა, რომელსაც Deutscher Werkbund (გერმანიის შრომის ფედერაცია) უძღვებოდა გერმანიისთვის თანამედროვე იერის მისაცემად. მრავალი არქიტექტორი, რომელიც მოგვიანებით ახალ საგნობრიობას დაუკავშირდა, უკვე 1910-იაან წლებში მუშაომდა მსგავსი მანერით, იყენებდა რა მინის ზედაპირებსა და მკაცრ გეომეტრიულ კომპოზიციებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშებია ვალტერ გროპიუსისა და ადოლფ მაიერის 1911 წლის ფაგუსის ქარხანა ან ჰანს პოლციგის 1912 წლის ვროცლავის უნივერსამი. თუმცა ომის შემდეგ ეს არქიტექტორები (ასევე სხვებიც, მათ შორის ბრუნო ტაუტი) რევოლუციურ Arbeitsrat für Kunst-ში მუშაობენ, დასაბამს უდებენ რა ექსპრესიონისტულ არქიტექტურას, კერძოდ საიდუმლო მინის ჯაჭვის ჯგუფში. ბაუჰაუზის ადრეული ნამუშევრები, როგორიცაა ზომერფელდის სახლი, ამ მიმართულებას ეკუთვნის. ექსპრესიონიზმის დინამიზმი და მინის გამოყენება (გამჭვირვალობისა თუ ფერის ეფექტისთვის) ახალი საგნობრიობის მთავარი მიმართულება გახდა.

ექსპრესიონიზმიდან უფრო ნაცნობ მოდერნისტულ სტილში მობრუნება 1920-იან წლებში ჰოლანდიური ავანგარდის, განსაკუთრებით დე შტიილის, გავლენით მოხდა, რომელთა არქიტექტორებმა იან ვილსმა და იიპ ოუდმა ფრენკ ლოიდ რაიტის იდეები გადმოიღეს კუბიკების მსგავს საზოგადოებრივ საცხოვრებლებში, რომელსაც მოგვიანებით თეო ვან დოსბურგმა „მანქანური ესთეტიკა“ უწოდა. გერმანელი არქიტექტორებისთვის ექსპრესიონიზმიდან მოქცევის კიდევ ერთი გავლენა კონსტრუქტივიზმი გახდა, კერძოდ, ვხუტემასი და ელ ლისიცკი, ეს უკანასკნელი ბერლინს ხშირად სტუმრობდა 1920-იან წლებში. კიდევ ერთი ელემენტი იყო ლე კორბუზიეს შემოქმედება საფრანგეთში.