ახალი კვალი (ჟურნალი)
„ახალი კვალი“ — ქართული ყოველკვირეული მეცნიერულ-პოლიტიკური ჟურნალი. „ახალგაზრდა მარქსისტთა“ ორგანიზაციის (საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია) ორგანო. გამოდიოდა 1918–1921 წლებში თბილისში არარეგულარულად (1918, № 1 — 9; 1919, № 1, 2; 1920, № 3, 4, 9; 1921, № 1 — 2). თანამშრომლობდნენ კ. ბაქრაძე, მ. ხუნდაძე, ბ. რამიშვილი, ე. ღვალაძე, ე. ნიკურაძე, ს. მიხელიძე, მ. გოგიბერიძე და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 91.
- ლორთქიფანიძე ი., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 283, თბ., 1997