ახალი ზირბითის ღვთისმშობლის ეკლესია
ახალი ზირბითის ღვთისმშობლის ეკელსია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ზირბითში.
აღწერა
რედაქტირებამცირე ზომის დარბაზული ეკლესია დგას სასაფლაოს ტერიტორიაზე. შიგნიდანაც და გარედანაც შელესილია, რის გამოც სამშენებლო მასალის დაზუსტება არ ხერხდება. ადგილ-ადგილ აცვენილი ნალესობის შიგნით გამოჩენილი ქვების მიხედვით, ნაგები უნდა ყოფილიყო თლილი ქვით. ამასვე მეტყველებს ამჟამად ტრაპეზის ქვად გამოყენებული ტრიუმფალური თაღის თლილი ქვა. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სარკმელი ერთია - აღმოსავლეთის, რომელიც ამჟამად შიგნიდანაც და გარედანაც ოთხკუთხედია. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი და დასრულებული იყო კონქით. ამჟამად კამარა და კონქი აწეულია, რითიც ტაძრის პროპორციულობაც დარღვეულია. საკურთხეველში ნიშები არ არის. გადახურულია თუნუქით. კედლებში ნალექის შეჟონვის გამო სველია. დარბაზში დაცულია ხელსაფქვავი დედალ-მამალი ქვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45685