ახალდაბა (დაბა)

დაბა საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
(გადამისამართდა გვერდიდან ახალდაბა (ბორჯომი))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალდაბა.

ახალდაბა[4]დაბა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მტკვრის ორივე მხარეს მდინარე ნეძვისწყლის შესართავთან (ზღვის დონიდან 760 მ, ბორჯომიდან 18 კმ).

დაბა
ახალდაბა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი ახალდაბა
კოორდინატები 41°55′51″ ჩ. გ. 43°29′17″ ა. გ. / 41.93083° ჩ. გ. 43.48806° ა. გ. / 41.93083; 43.48806
პირველი ხსენება XII საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი 1965
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1586[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,1 %
სომხები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 367[2]
საფოსტო ინდექსი 1200[3]
ახალდაბა (დაბა) — საქართველო
ახალდაბა (დაბა)
ახალდაბა (დაბა) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალდაბა (დაბა)
ახალდაბა (დაბა) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
ახალდაბა (დაბა)

წყაროებში ახალდაბა იხსენიება XII საუკუნიდან. იგი მცირე ქალაქი იყო, მაგრამ მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ და სავაჭრო მნიშვნელობას ანიჭებდა. გვიანდელი ფეოდალიზმის ხანაში ისევ მცირე ქალაქად რჩება. ახალდაბასთან 1260 წელს გაიმართა ქვიშხეთის ბრძოლა. შემორჩენილია X საუკუნის ხიდის ნაშთი და კოშკი.

ახალდაბა დაბალმთიანი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1965 წელს.

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1586 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 2441[5]
2002 2377[5]  
2014 1586  

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. საქართველოს სატელეფონო კოდები — „სილქნეტი“
  3. საქართველოს საფოსტო ინდექსები — „საქართველოს ფოსტა“
  4. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  5. 5.0 5.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.