აჭარული ხაჭაპურიხაჭაპურის ერთ-ერთი სახეობა. წარმოადგენს მოგრძო ფორმის, ღუმელში გამომცვარ ჩაღრმავებულ მასას, რომელშიც მოთავსებულია ყველი. როგორც წესი, სუფრაზე მირთმევამდე ზევიდან ემატება კვერცხი.

აჭარული ხაჭაპური

წარმომავლობა

რედაქტირება

აჭარული ხაჭაპურის სახელით ცნობილი ხაჭაპურის სახეობა არ აქვს ნახსენები თედო სახოკიას, რომელმაც აჭარაში იმოგზაურა 1897 წელს და აღწერა აჭარული სამზარეულო. აჭარული ხაჭაპური ფორმით წააგავს ლაზეთის ტრადიციულ საკვებს. ერთ-ერთი ვერსიით ნავის ფორმის ხაჭაპური ლაზმა მეთევზე ალი კაბარიამ გამოიგონა, რომელმაც მას „ერბოიანი ხაჭაპური“ უწოდა.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართველოლოგიის ცენტრი (2015). სარფი. ბათუმი : აჭარა, გვ. 278. ISBN 978-9941-460-17-3.