აწყურის დარბაზული ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი

აწყურის დარბაზული ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. ნაგებია ტუფის ნატეხი, თანაბარი ზომის ტუფის ქვით დუღაბზე. წყობა მკაცრად ჰორიზონტალურია. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. დასავლეთის აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლებში თითო მცირე ზომის თაღოვანი სარკმელი აქვს, რომლებიც შიგნითკენ ოდნავ წირთხლებ გაფართოვებული და ძირისკენ ოდნავ გაშლილია. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. კონქი მხარზე გადასულ ტრიუმფალურ თაღს ეყრდნობოდა, რომელიც თლილი ქვითაა გადაყვანილი. ეკლესიის კამარა გრძივი კედლებიდან იყო გადაყვანილი საბჯენი თაღების გარეშე. სხვა დეტალები არ ირკვევა, რადგან ეკლესია ნახევრად ნაშალსა და ნამეწყრალ ფენაშია ჩაფლული, ხოლო ჩრდილოეთის კედელი თითქმის არ შემორჩა, ისევე როგორც კონქი და კამარა.

აწყურის დარბაზული ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა აწყური

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38203