აწითაქუ
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
აწითაქუ, აცეტუკი — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს გაგრის ქედზე, რიწის ტბის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2538 მ. აგებულია ბაიოსური ტუფ-პორფირიტებით. კალთები დაფარულია სოჭნარ-წიფლნარით. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.[2]
აცეტუკი | |
---|---|
კოორდინატები: 43°30′41″ ჩ. გ. 40°34′42″ ა. გ. / 43.51139° ჩ. გ. 40.57833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2538 მ |
ქედი | გაგრის ქედი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 25.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 271.