აშხარბეგ ბებუთაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აშხარბეგ ხოჯა ბებუთას (ბეგბუთა) ძე ბებუთაშვილი (დ. XVII – გ. 1734) — თბილისის მამასახლისი (1712), მელიქი (1714—1721), მელიქ-მამასახლისი (1724—1735). აღა ბებუთაშვილის მამა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1712 წელს იყო თბილისის მამასახლისი. 1713–1721 წლებში იყო თბილისის მელიქი; 1723–1735 წლებში – მელიქ–მამასახლისი; ქალაქში ეწეოდა აღმშენებლობას. იყო ხოჯა ბეჰბუდას[1] შვილიშვილი. მან გააფართოვა მამაპაპისეული მამულები. ვახუშტის ცნობით, „ოსმალობის“ ხანაში ისაყ–ფაშა ჯაყელის მხარდაჭერით სარგებლობდა და ქართველ დიდებულებს უპატივცემულოდ ეპყრობოდა. გარდაიცვალა 1734 წელს. ერთი ქრონიკის ცნობით აშხარბეგ ბებუთაშვილი ისაყ–ფაშამ ჩამოახრჩო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. აგრეთვე იხსენიება, როგორც ბებუთა (ბეგბუთა).