აშშ-ის სომხური ლობი

(გადამისამართდა გვერდიდან აშშ-ს სომხური ლობი)

ამერიკის სომხური ლობი (სომხ. ԱՄՆ-ի հայկական լոբբի) — ინდივიდთა და ჯგუფთა კოალიცია, რომლებიც ცდილობენ გავლენა იქონიონ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე, რათა მხარდაჭერა აღმოუჩინონ სომხეთს, სომხებს და სომხურ პოლიტიკას. ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აშშ-ს მიერ სომხების გენოციდის აღიარება.

ორგანიზაცია

რედაქტირება

სომხური ლობი თითქმის სრულიად ყალიბდება აშშ-ში მოქმედი ორგანიზაციებისგან, როგორიც არის: ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) და ამერიკის სომხური ასამბლეა (AAA), რომლებიც ფაქტობრივად ლობირების პროცესის მიღმა ტოვებენ სომხეთის მთავრობას. ორივე ორგანიზაციას ლობირების იდენტური მიზნები გააჩნიათ, რაც ძირითადად გულისხმობს სომხეთისთვის დახმარბეის აღმოჩენის მიზნით აშშ-ს სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას და ამავდროულად თურქეთისა და აზერბაიჯანისადმი ყოველგვარი დახმარების დაბლოკვას და რაც მთავარია სომხების გენოციდის აღიარებას. სომხური საკითხის წინწასაწევად ორივე ჯგუფი სხვადასხვა მეთოდებით მოქმედებს. ANCA ძირითადად ფოკუსირდება მასების ინიციატივებზე, რათა სომხური ელექტორატის ეფექტური მობილიზაცია მოახერერხოს, მეორე მხრივ, AAA ამერიკის გავლენიან სომხებისგან შემოწირულობების საკითხზე მუშაობს.[1] AAA ეფუძნება AIPAC-ის მოდელს, რომელიც ორიენტირებულია საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაზე.[2] ორგანიზაციათა შორის წარმოებულმა კონკურენციამ ამერიკაში მცხოვრები სომხური თემის რესურსების უკიდურესად მობილიზაციას შეუწყო ხელი, რასაც ხელს უწყობდა ამ ორ ორგანიზაციათა საერთო მიზნები.[3]

გავლენა სახელმწიფო ორგანოებზე

რედაქტირება

1995 წელს აშშ-ის კონგრესში სომხურ საკითხებზე შეიქმნა კონგრესმენთა ორპარტიული ჯგუფი სახელწოდებით „სომხური კოკუსი“ (Armenian Caucus). იგი დააარსეს დემოკრატმა ფრენკ პალონმა და რესპუბლიკელმა ედუარდ პორტერმა. შემდგომში, პორტერის ადგილი დაიკავა ჯო კნოლენბერგმა. ჯგუფი მუშაობს წარმომადგენელთა პალატაში, სადაც სომხური საკითხების განხილვის ინიციირებას ახდენს. არსებობს მჭიდრო კორელაცია ჯგუფის წევრობასა და 1992 წელს კენჭისყრაზე 907 ცვლილებისთვის ხმის მიცემასთან, რომელიც აზერბაიჯანისთვის დახმარების გაცემას კრძალავდა.[4]

2002 წლის არჩევნების შემდეგ მასში 125 კონგრესმენი შედიოდა[5]. შემდეგი წლებისთვის მათი რაოდენობა თანდათან შემცირდა. 2007 წლის არჩევნების შედეგების თანახმად, მასში უკვე 113 კონგრესმენი იყო,[6] ხოლო 2014 წლის არჩევნების შედეგების კოკუსი 90 კონგრესმენსა და სენატორს ითვლიდა.[5] სომხური კუკუსის წევრი ჯონ კერი 2013 წელს აშშ-ს სახელმწიფო მდივნად დაინიშნა.[5]

კონგრესის ჯგუფის გარდა, ასევე არსებობს სომხური საბჭოები დემოკრატიულ პარტიასა (Armenian-American Democratic Leadership Council) და რესპუბლიკურ პარტიაში (Armenian-American Republican Council). კაპიტოლიუმის გორკზე არის რამდენიმე ძირითადი სომხური საკითხების ლობისტი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია რობერტ დოული, სენატის საფინანსო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე. ის ათწლეულების განმავლობაში განიხილავდა სომხურ საკითხს და ამისთვის 2001 წელს მას ANCA-ს ჯილდოც მიენიჭა. სომხურმა ლობიმ ასევე წარმატებით მოიზიდა სენატორი მიტჩ მაკკონელი, რომელიც თავმჯდომარეობდა საგარეო პოლიტიკის ასიგნებების ქვეკომიტეტს. 5 წლის განმავლობაში, სომხური წარმოშობის ამერიკელებმა 200 ათასი დოლარი შესწირეს მაკკონელს და მისი შტატის რესპუბლიკური პარტიის ორგანიზაციას, ასევე იყო შემოწირულობები კომიტეტში, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა რესპუბლიკელი სენატორების ხელახალი არჩევისთვის.[4][7] ამ ჯგუფების ძირითადი ამოცანებია:[4][7]

  1. სომხების გენოციდის აღიარება ამერიკის მთავრობის მიერ;
  2. მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარება და მისთვის დახმარების აღმოჩენა;
  3. „თავისუფლების მხარდაჭერის აქტში“ 907-ე შესწორებისთვის ბრძოლა;
  4. სომხეთისთვის ამერიკული დახმარების გაწევა;
  5. თურქეთთან იარაღის გარიგების დაბლოკვა;
  6. ბრძოლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის წინააღმდეგ;
  7. ბრძოლა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის წინააღმდეგ.

ორგანიზაციები

რედაქტირება
  • სომხურ-ამერიკული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტი (A.A.P.A.C.) — წარმოადგენს პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს, რომელიც ჩამოაყალიბა ალბერტ ბოიაჯიანმა.
  • ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ANCA) — მუშაობს საკანონმდებლო იმ საკითხების ინიციირებაზე, რომლებიც ეხება სომხურ ამერიკელ საზოგადოებას, როგორიცაა სომხეთის, როგორც უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული სახელმწიფოს ქცევა; მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევისა და დამოუკიდებლობის უფლების მხარდაჭერა უსაფრთხო საზღვრებში; სომხეთისთვის აშშ-ს დახმარების დონის გაზრდა ეკონომიკისა და დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით; და თურქეთისა და აზერბაიჯანის დაყოლიება, რათა გააუქმონ ბლოკადა და დაიცვან ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები.[8]
  • ამერიკის სომხური ასამბლეა (AAA) — მიზნად ისახავს „გააძლიეროს აშშ/სომხეთისა და აშშ/მთიანი ყარაბაღის ურთიერთობები, ხელი შეუწყოს სომხეთისა და ყარაბაღის დემოკრატიულ განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას და ცდილობს სომხების გენოციდის საყოველთაოდ აღიაებას“ „კვლევის, განათლებისა და ადვოკატირების გზით“.[9]
  • სომხეთის ახალგაზრდული ფედერაცია (AYF) — სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (დაშნაკცუთიუნი) ახალგაზრდული ორგანიზაცია.
  1. Bakalian, Anny P. Armenian-Americans: From Being to Feeling Armenian. New Brunswick (U.S.A.): Transaction, 1993. Print.
  2. Paul, David (2009). Ethnic Lobbies & U.S. Foreign Policy. 
  3. Gregg, Heather. "Divided They Conquer: The Success of Armenian Ethnic Lobbies in the United States" Paper presented at the annual meeting of the American Political Science Association, Boston Marriott Copley Place, Sheraton Boston & Hynes Convention Center, Boston, Massachusetts, Aug 28, 2002 [1] დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
  4. 4.0 4.1 4.2 Gregg, Heather S. (2002). Divided They Conquer: The Success of Armenian Ethnic Lobbies in the United States. Inter-University Committee on International Migration, გვ. 18.  დაარქივებული 2012-02-07 საიტზე Wayback Machine.
  5. 5.0 5.1 5.2 Галстян, А. С. (2015). Армянское лобби в США: формирование и основные направления деятельности (1915—2014 гг.. Томск, გვ. 126-166. ციტირების თარიღი: 2021-09-03.  დაარქივებული 2016-04-03 საიტზე Wayback Machine.
  6. Галстян А. С. Армянское лобби в США: формирование и основные направления деятельности (1915—2014 гг.). Диссертация на соискание ученой степени кандидата исторических наук. — Томск, 2015. — С. 119. Режим доступа: http://www.tsu.ru/science/disadvice/announcement_of_the_dissertations_in_the_tsu.php დაარქივებული 2016-04-03 საიტზე Wayback Machine.
  7. 7.0 7.1 ERAREN - Institute for Armenian Research. ციტირების თარიღი: 2021-09-03
  8. Home - Armenian National Committee of America.
  9. About Us. Official site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2008-08-25.