ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი (ინგლ. Armenian National Committee of America) — სომხურ-ამერიკული უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც დაკავებულია საზოგადოებრივ საქმეთა და მთავრობის ურთიერთობებით.

ამერიკის სომხური ეროვნული კომიტეტი არის სომეხი ხალხის მთავარი წარმომადგენელი შეერთებულ შტატებში, მისი ეროვნული ინტერესების დამცველი, რომელიც წარმოადგენს მას ადგილობრივ, რეგიონულ და ფედერალურ დონეზე.

 
ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტის შტაბი ვაშინგტონში.

ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დააარსა ვაჰან კარდაშიანმა, ოსმალეთის იმპერიის ყოფილმა კონსულმა ვაშინგტონში, 1918 წელს სომხეთის დამოუკიდებლობის ამერიკული კომიტეტის სახელით.

მრავალი ამერიკელი პოლიტიკოსი, როგორიცაა მაგალიტად ჯეიმზ ჯერარდი, აშშ ელჩი გერმანიაში, სენატორი ჰენრი ლოჟი, ჩარლზ ჰიუზი, რომელიც მოგვიანებით გახდა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს უფროსი, ელიუ რუთი და სხვა გამოჩენილი პირები, აქტიურად მონაწილეობდნენ ამ ორგანიზაციის შექმნაში. მისი მთავარი მიზანი იყო ბრძოლა სომხეთის დამოუკიდებლობისა და მისი აღიარებისათვის აშშ -ს პრეზიდენტის ვუდრო უილსონის მიერ შემოთავაზებულ საზღვრებში. ორგანიზაციას განკარგულებაში ჰქონდა ნიუ–იორკის ცენტრალური ოფისი, აგრეთვე 23 რეგიონული ოფისი 13 სხვადასხვა შტატში.

მოგვიანებით, ეს ოფისები გადაკეთდა ამერიკის სომხეთის ეროვნულ კომიტეტად, რომელმაც გააფართოვა თავისი საქმიანობა შეერთებული შტატების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობით, რომელიც წარმოადგენს აშშ–ს სომხეთის მოქალაქეების ინტერესებს სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებში, როგორიცაა სომხების გენოციდის აღიარება [1].

მიმდინარე საქმიანობა

რედაქტირება

ვაშინგტონში მდებარე შტაბის გარდა, ასევე არსებობს ორი ცენტრალური რეგიონული ოფისი ნიუ–იორკსა და ლოს– ანჯელესში, ასევე ორმოცდაათზე მეტი ადგილობრივი წარმომადგენელი და ათასობით აქტივისტი, რომლებიც თანამშრომლობენ სომხეთის ეროვნული კომიტეტების უზარმაზარ ქსელთან სომხეთში, რუსეთში, საფრანგეთში, შუა აღმოსავლეთი, კანადასა და ავსტრალიაში [2].

1990-იანი წლების დასაწყისიდან ორგანიზაცია მხარს უჭერს 907-ე კანონს, რომელიც კრძალავს აშშ-ს პირდაპირ დახმარებას აზერბაიჯანის მთავრობის მიმართ, რამაც აზერბაიჯანი ერთადერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანად აქცია და უარყო შესაძლებლობა მიეღო აშშ-ს პირდაპირი დახმარება ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის შესახებ კანონის შესაბამისად.

ის იყო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაცია, რომელმაც მხარი დაუჭირა აშშ-ს 106-ე რეზოლუციას, რომელიც აშშ-ს ავალდებულებს აღიაროს სომხური გენოციდი, რომელიც ჩადენილ იქნა ოსმალეთის იმპერიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს.

ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მიღწევებია: კალიფორნიის საჯარო სკოლებში სომხების გენოციდის ისტორიის კურსის სწავლების კანონის მომზადება და განხორციელება, აგრეთვე გენოციდის კინოპროდუქციების დაფინანსება. სხვადასხვა სახის დემონსტრაციები, პიკეტირება, აგრეთვე სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც ჩატარდა თურქეთსა და აზერბაიჯანში სომხების გენოციდის დაგმობასთან, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკისა და საბჭოთა სომხეთის ბლოკადასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტეტნეტში

რედაქტირება
  1. Heather S. Gregg, Divided They Conquer: The Success of Armenian Ethnic Lobbies in the US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2013-02-05.
  2. ANN/Groong - DiasporaConf99: ANCA's Address. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2013-02-05.