აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1848)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

1848 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვიგების პარტიის კანდიდატმა ზაქარი ტეილორმა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ლუის კასი დაამარცხა.

‹ 1844 აშშ-ის დროშა 1852 ›
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები
7 ნოემბერი, 1848
პრეზ. კანდიდატი ზაქარი ტეილორი ლუის კასი მარტინ ვან ბურენი
პარტია ვიგი დემოკრატი თავისუფალი მიწა
შტატი ლუიზიანა მიჩიგანი ნიუ იორკი
ვიცე-პრეზ. კანდიდატი მილარდ ფილმორი უილიამ ბატლერი ჩარლზ ადამსი
ამომრჩეველთა კოლეგია 163 127 0
შტატში გამარჯვება 15 15 0
მოსახლეობა 1,361,396 1,223,460 291,501
პროცენტი 47.3% 42.5% 10.1%

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა. ყვითელი შტატები, სადაც ტეილორმა გაიმარჯვა. ლურჯი შტატები, სადაც კასმა გაიმარჯვა.
რიცხვები შტატიდან ამომრჩეველთა კოლეგიაში ხმების რაოდენობას ასახავს.

მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტი
ჯეიმზ ნოქს პოლკი
დემოკრატი
ზაქარი ტეილორი
ვიგი

1848 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს წინ უძღოდა ამერიკა-მექსიკის ომი, სადაც ამერიკამ გაიმარჯვა და შეიერთა: ტეხასი, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა და კალიფორნია. აშშ-ის მე-11 პრეზიდენტმა ჯეიმზ ნოქს პოლკმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ვიგების პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად დაასახელა ამერიკა-მექსიკის ომის გმირი, გენერალი ზაქარი ტეილორი. დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა მიჩიგანელი სენატორი ლუის კასი.

1848 წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა „თავისუფალი მიწის პარტია“, რომელიც უპირისპირდებოდა მონათმფლობელობას. „თავისუფალი მიწის პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო აშშ-ის მე-8 პრეზიდენტი მარტინ ვან ბურენი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტობისთვის იბრძოდა აშშ-ის მე-6 პრეზიდენტის ჯონ კუინსი ადამსის ვაჟი ჩარლზ ადამსი.

საპრეზიდენტო არჩევნებში ზაქარი ტეილორმა გაიმარჯვა. მან მიიღო 47.28%. მეორე ადგილზე გავიდა დემოკრატი ლუის კასი, რომელმაც მიიღო 42.49%. მესამე ადგილზე გავიდა მარტინ ვან ბურენი, რომელმაც მიიღო 10.12%. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც ვიგების პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა.

არჩევნების შედეგები

რედაქტირება
საპრეზიდენტო კანდიდატი პარტია შტატი მოსახლეობა პროცენტი ამომრჩეველთა კოლეგია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი შტატი
ზაქარი ტეილორი ვიგი ლუიზიანა 1,361,393 47.28% 163 მილარდ ფილმორი ნიუ-იორკი
ლუის კასი დემოკრატი მიჩიგანი 1,223,460 42.49% 127 უილიამ ბატლერი კენტუკი
მარტინ ვან ბურენი თავისუფალი მიწა ნიუ-იორკი 291,501 10.12% 0 ჩარლზ ადამსი მასაჩუსეტსი
ჯერიტ სმიტი თავისუფლების პარტია ნიუ-იორკი 2,545 0.09% 0 ჩარლზ ფუტი მიჩიგანი