აშუღი ჰუსეინ სარაჩლი

აშუღი ჰუსეინ სარაჩლი (აზერ. Aşıq Hüseyn Saraçlı; დ. 1916 – გ. 1987), ნამდვილი სახელი ჰუსეინ ყურბან ოღლი ჰასანოვი — XX საუკუნის აზერბაიჯანელი აშუღი, აშუღთა სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.

აშუღი ჰუსეინ სარაჩლი
აზერ. Aşıq Hüseyn Saraçlı

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1916
დაბ. ადგილი მამხუტი, ბორჩალოს მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1987
გარდ. ადგილი მამხუტი, ბოლნისის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მამხუტი
ჟანრ(ებ)ი აშუღური ხელოვნება
საქმიანობა პოეტი
ინსტრუმენტ(ებ)ი საზი

ჰუსეინ ჰასანოვი დაიბადა 1916 წელს სოფელ სარაჩლიში. ადრეული ასაკიდან განიცდიდა აშუღური ხელოვნებისადმი, დასტანამისადმი და საზზე დაკვრისადმი სიყვარულს. ახალგაზრდა ჰუსეინის პირველი მასწავლებელი იყო აშუღი ისმაილი. მოგვიანებით ის დადიოდა თავისი დროის სხვა თვალსაჩინო აშუღთან გუშჩუ იბრაჰიმთან. სწავლება გააგრძელა პოეტებთან ნაისთან და სარვან ბაირამთან (ორივე სოფელ ფახრალოდან იყვნენ). აშუღი ჰუსეინ სარაჩლი უკრავდა საზზე, წერდა ლექსებს და კითხულობდა დასტანებს.

აზერბაიჯანისა და საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის ფონდებში შენახულია პუსეინ სარაჩლის ჩანაწერები. ისინი გამოიყენება აზერბაიჯანის ხელოვნების ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის მეცადინეობებზე. 60 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეზე მას მიენიჭა საქართველოს «კულტურის დამსახურებული მოღვაწის» სახელი. ჰუსეინ სარაჩლი გარდაიცვალა 1987 წელს, 71 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება