აშიქოლის ღრმული
აშიქოლის ღრმული (ყაზახ. Ащыкөл ойпаты) — ღრმული ყაზახეთში, თურქესტანისა და ყიზილორდის ოლქებში, მდინარეების სარისუსა და შუს (ჩუს) ქვემო წელზე, ბეთფაყ-დალის სამხრეთ-დასავლე ნაწილში. სიგრძე 80 კმ, სიგანე 25 კმ. აგებულია მდინარეული ქვიშა-თიხოვანი და ქვიშოვანი ალუვიური ნალექებით. აშიქოლის ღრმულის ცენტრში მდებარეობს ტბები აყჟაიყინი და აშიქოლი. მლაშობებზე გავრცელებულია ავშნიან-ვაციწვერიანი და მლაშობურიანი მცენარეულობა.[1]
აშიქოლის ღრმული | |
---|---|
კოორდინატები: 45°10′ ჩ. გ. 67°25′ ა. გ. / 45.167° ჩ. გ. 67.417° ა. გ. | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
ტერიტორიული ერთეული | თურქესტანის ოლქი და ყიზილორდის ოლქი |
სიგრძე | 80 კმ |
სიგანე | 25 კმ |
ჰიდროგრაფია | სარისუ, შუ, აყჟაიყინი, აშიქოლი |
აგებულება | მდინარეული ქვიშა-თიხოვანი და ქვიშოვანი ალუვიური ნალექები |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Ащыкольская впадина // Казахстан. Национальная энциклопедия. т. 1. — Алматы: Қазақ энциклопедиясы, 2004. — стр. 319. ISBN 9965-9389-9-7.