აყრილი გლეხი

გლეხი, რომელიც ნებით მიატოვებდა მამაპაპურ სამკვიდრებელს

აყრილი გლეხიგლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში; გლეხი, რომელიც ნებით მიატოვებდა მამაპაპურ სამკვიდრებელს.

აყრის მიზეზი სხვადასხვა იყო: მიწის სიმცირე, მებატონით უკმაყოფილება, მტრის შემოსევები, ეპიდემიები, მოუსავლიანობა და სხვ. აყრილი გლეხი ფიქსირებულია XIV საუკუნის კანონმდებლობაში, მაგრამ ის უფრო ადრეული მოვლენაა. აყრილი გლეხის პირველი საზრუნავი არსებობისათვის ბრძოლა იყო. ძირითადად იგი ისევ ახალ მებატონესთან აფარებდა თავს (გარეთმოსული გლეხი).

სამეფო ხელისუფლება გლეხთა აყრის წინააღმდეგ იბრძოდა. XVIII საუკუნეში ვახტანგ VI-ის კანონმდებლობით, აყრის შემთხვევაში 30, 16 და 6-წლიანი საძებნელი ვადები იყო დაწესებული. ამავე პერიოდში ჩატარდა სპეციალური ღონისძიება, ე. წ. „მყრელობა“, რაც ირანის მთავრობის თანხმობით ქართლიდან გაქცეული გლეხების დაბრუნებას გულისხმობდა. თუმცა ამ ღონისძიებებმა საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა აყრის პრობლემა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერძენიშვილი ნ., ბორჯომის ხეობა (დღიური 1947), წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964.
  • ბერძენიშვილი მ., გლეხთა კატეგორიები XI–XII სს. «ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინ-ტის შრომები», 1960, ტ. 5, ნაკვ. 1.
  • მეგრელაძე დ., გლეხობის კლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XVII–XVIII სს.), თბ., 1979.
  • მეგრელაძე დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. ?.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება