გარეთმოსული გლეხი

აყრილი გლეხის ერთ-ერთი სახეობა

გარეთმოსული გლეხიგლეხთა კატეგორია ფეოდალურ საქართველოში, აყრილი გლეხის ერთ-ერთი სახეობა.

საარსებო პირობების გაუარესების გამო გლეხი თავისი მამაპაპეული სამკვიდრებლიდან იყრებოდა და გაქცევით შველოდა თავს. თუ აყრილი გლეხი ვერ აღწევდა დამოუკიდებელ, „თავისუფალ“ არსებობას, მაგრამ ახერხებდა უცხო გარემოში ახალი პატრონისა და თავშესაფრის მოძებნას, ის „გარეთმოსულის“ სტატუსს ღებულობდა. ანალოგიური მოვლენაა XIV საუკუნეში ფიქსირებული „გარეთმყოფი“ ანუ „გარეთ წასვლით მყოფი“ გლეხები. კანონმდებლობაში მისი შეტანა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ პერიოდისთვის ეს მოვლენა გახშირდა, რაც საქართველოში მონღოლთა ბატონობის შედეგია.

ლიტერატურა

რედაქტირება