ხიზანი
ხიზანი — მიწის არმქონე გლეხი, რომელიც სარჩო-საბადებელს იჯარით აღებული მიწის დამუშავებით იღებდა.
ისტორია
რედაქტირებაXVIII საუკუნის დასაწყისში, როდესაც კავკასია მოცული იყო სამოქალაქო ომებით და მთიელ ხალხთა მიერ გამუდმებული ძარცვა-დაწიოკება მშვიდი სამეურნეო საქმიანობის განვითარებას აფერხებდა, ძირითადად სამეგრელოდან და ოსეთიდან იმერეთსა და ქართლში ჩამოსახლებული გლეხები შეძლებულ მემამულეებთან ეძებდნენ თავშესაფარს, რომლებიც თავის მხრივ სიამოვნებით სთავაზობდნენ მიწებს „მუდმივი იჯარის“ პირობით.
„გლეხთა განთავისუფლების“ კანონი, ხიზნებს არ შეხებია. ისინი ყმებისაგან განსხვავებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ.
ერთადერთი უფლება რომელიც ხიზნებს გააჩნდათ, იყო მიწის თვითნებური მიტოვება, რის შედეგადაც ისინი კარგავდნენ, როგორც აუღებელ მოსავალს ისე იჯარით აღებულ მიწაზე აშენებულ შენობა-ნაგებობებს.
მეფის რუსეთის დროს „თავისუფალ ხიზნებს“ აწევდათ რიგი გადასახადების გადახდა:
- ღალა — ვალდებულება მიწის დამუშავებაზე, რომელიც შეადგენდა მთელი მოსავლის 1/6-1/2 ნაწილს.
- სათიბი მინდორით სარგებლობა, შეადგენდა მოთიბულის 1/2 ნაწილს.
- ქულუხი — ვალდებულება ვენახისა და ხეხილის ბაღებით სარგებლობისას, შეადგენდა აღებული მოსავლის 1/2 ან წარმოებული პროდუქტის 1/3 ნაწილს.
- ბეჩერა — ვალდებულება ტყით, საძოვრებისა და წყლით სარგებლობისას.
ასევე ხიზანი ვალდებული იყო უფასოდ დახმარებოდა მემამულეს მის სამეურნეო საქმიანობის წარმოებაში, რომლის დღეები წინასწარ შეთანხმებული იყო მხარებს შორის.
მოგვიანებით ნატურალური გადასახადი გადახდა ჩანაცვლდა ფულადი ანგარიშსწორებით, რომელიც ყოველ რეგიონში სხვადასხვა ოდენობით განისაზღვრებოდა.
აღსანიშნავია ის, რომ, ხიზნების მიერ გაშენებული ბაღი 10–15 წლის შემდეგ სრულად (უკეთს შემთხვევაში ნახევარი) გადადიოდა მემამულეთა ხელში.
იქიდან გამომდინარე რომ მემამულე იყო ერთადერთი მეპატრონე მიწისა, ისინი დაინტერესბულნი იყვნენ მიწა დასამუშავებლად მიეცათ და ხეხილი გაეშენებინათ ხიზნებს, ხოლო დროთა განმავლობაში მათზე გადასახადების აწევით განედევნათ ხიზნები მათივე მიწებიდან.
ხიზნების გამოსახლების პერსპექტივა მათ მიერ დაკავებული მიწებიდან დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მაცდუნებელი ხდებოდა, ხოლო უკვე XIX საუკუნის 70-იან წლებიდან, ხიზენების დევნამ მკვეთრი ხასიათი მიიღო .
ლიტერატურა
რედაქტირება- Н. Ванг, С. Томсинский, «Экономическое развитие России», Ленинград, 1928