აღსუს რაიონი (აზერ. Ağsu rayonu) — რაიონი აზერბაიჯანის აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი აღსუ.

რაიონი
აღსუს რაიონი
აზერ. Ağsu rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი აღსუ
კოორდინატები 40°34′10″ ჩ. გ. 48°24′00″ ა. გ. / 40.56944° ჩ. გ. 48.40000° ა. გ. / 40.56944; 48.40000
დაარსდა 8 ოქტომბერი, 1943
ფართობი 1 020 კმ²
მოსახლეობა 74 100 კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, ლეზგები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 198
საფოსტო ინდექსი AZ 0600
საავტომობილო კოდი 06
ოფიციალური საიტი agsu-ih.gov.az/index.php?lang=2&id=59

გეოგრაფია

რედაქტირება

აღსუს რაიონის ტერიტორია ისტორიულად შედიოდა შირვანის შემადგენლობაში. მდებარეობს ბაქოდან დასავლეთით 156 კილომეტრზე. ბაქო-ყაზახის საავტომობილო გზაზე. რაიონის რელიეფი მთიანია და დაფარულია ხეობებით. მთიანი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 700-1000 მეტრზე. რაიონის მდებარეობა კავკასიონის კალთებზე დიდ გავლენას ახდენს მის კლიმატზე. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13-14 ºС. საშუალო წლიური ტენიანობა კი — 50-81 %, ხოლო ნალექების რაოდენობა - 400-600 მმ.

რაიონი დაარსდა 1943 წელს. 1963 წელს მოხდა მისი ლიკვიდაცია და შეუერთდა ქურდამირის რაიონს. 1965 წლიდან კვლავ დამოუკიდებელი რაიონია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება