აღრიდაღი (თურქ. Aras Güneyi Dağları) — ქედი სომხეთის მთიანეთის ცენტრალურ ნაწილში, აღმოსავლეთ თურქეთში, ვანის ტბის ჩრდილოეთით. სიგრძე 200 კმ. სიმაღლე 3445 მ (მთა სუქავეთი). აგებულია ვულკანური ქანებით. ქედზე განედურ რღვევასთან დაკავშირებულია ჩამქრალი ვულკანური კონუსები. კალთები ციცაბო და კლდოვანია, დასერილია ხეობებით. აღრიდაღის ნაწილი კასპიის ზღვისა (მდინარე არაქსი) და სპარსეთის ყურის (მდინარე მურადი) აუზების წყალგამყოფია. ჭარბობს მთის მშრალი სტეპები, ზოგან მეჩხერი ტყეები (ფიჭვი, ღვია, მუხა). გადადის ყარს-ყარაქოსას გზატკეცილი.

აღრიდაღი
კოორდინატები: 39°51′31″ ჩ. გ. 42°02′13″ ა. გ. / 39.85861° ჩ. გ. 42.03694° ა. გ. / 39.85861; 42.03694
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
უმაღლესი წერტილი სუქავეთი
სიმაღლე 3445 
სიგრძე 200 კმ
აღრიდაღი — თურქეთი
აღრიდაღი

ლიტერატურა

რედაქტირება