აღმოსავლელები
აღმოსავლელები ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში — ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ შუახმელეთის აღმოსავლეთით. ძირითადად იბრძოდნენ მორგოთის და საურონის მხარე, თუმცა საკუთარი მმართველებიც ჰყავდათ.
მესამე ეპოქა
რედაქტირებამეურმეები
რედაქტირებამეურმეები — ხალხი აღმოსავლეთში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ სამეფოს. მათი სახელი მომდინარეობდა ურმებიდან და ეტლებისგან, რომლებიც საომრად გამოიყენებოდა. ისინი თავს ესხმოდნენ როვანიონის ტერიტორიებს და გონდორსაც მიადგნენ. მესამე ეპოქის 1856 წელს ნარმაკილ II ერთ-ერთი ბრძოლისას დაიკარგა და დროთა მანძილზე გონდორის ნაწილი, ანდუინის მხარეს, დაკარგული იქნა. ნარმაკილის ძე კალიმეჰტარის მიერ მესამე ეპოქის 1899 წელს ტერიტორია წართმეული იქნა, როდესაც მანდაგორლადის დაბლობზე მეურმეებს შეუტია.
ბალხოთები
რედაქტირებაბალხოთები — აღმოსავლელთა კლანი, რომელიც დოლ გულდურს ემორჩილებოდა. ისინი ცხოვრობდნენ როვანიონში, ბნელტევრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მათი ბელადები ემეგობრებოდნენ გონდორს, თუმცა მესამე ეპოქის 2510 წელს ბალხოთები იბრძოდნენ ორკთა მხარეს.
ვარიაგები
რედაქტირებავარიაგები — ნაკლებად ცნობილი ხალხი. ცხოვრობდა ხანდის ტერიტორიაზე.
ვარიაგები მომდინარეობდნენ რუნიდან და ჰარადიდან, თუმცა რომელიმე ერთს არ მიეკუთვნებოდნენ. ემორჩილებოდნენ საურონს. მათი მებრძოლეები გამოჩნდნენ პელენორის მინდვრების ბრძოლაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- აღმოსავლელები — საიტზე Tolkien Gateway