აღმოსავლეთ კორეის მთები

აღმოსავლეთ კორეის მთები — მთათა სისტემა კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში. მოიცავს ტებექსანის ქედს მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კიმგანსანის (ალმასის) მთებიანად, სობექსანის, ნორიონის, ჩხარიონის, კიონსანის ქედებს. მაქსიმალური სიმაღლე 1915 (მთა ჩირისანი). აღმოსავლეთ კორეის მთები ძლიერ დანაწევრებულია ღრმა ხეობებით. მთების ჩრდილოეთი ნაწილი (ტებექსანი) ჩინეთ-კორეის ბაქნის ფარგლებშია და წარმოადგენს ძველი კრისტალური ქანებით აგებულ ლოდა ქედების რთულ სისტემას, სამხრეთი ნაწილი მეზოზოური კირქვებით, ფიქლებითა და ქვიშაქვებით აგებული სტრუქტურებია. ჰავა მუსონურია, ჩრდილოეთში — ზომიერი, სამხრეთში — სუბტროპიკული. დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი (ჩრდილოეთში) და მარადმწვანე (სამხრეთში), უფრო ზევით — წიწვოვანი ტყეები (ფიჭვი, ლარიქსი, ნაძვი).

აღმოსავლეთ კორეის მთები
კოორდინატები: 37°50′ ჩ. გ. 128°40′ ა. გ. / 37.833° ჩ. გ. 128.667° ა. გ. / 37.833; 128.667
ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
უმაღლესი წერტილი ჩირისანი
სიმაღლე 1915 
ფართობი 127 940 კმ²
სიგრძე 607 კმ
სიგანე 443 კმ
ამგებელი ქანები კირქვა, ფიქალი, ქვიშაქვა
აღმოსავლეთ კორეის მთები — ჩრდილოეთი კორეა
აღმოსავლეთ კორეის მთები
აღმოსავლეთ კორეის მთები — სამხრეთი კორეა
აღმოსავლეთ კორეის მთები

ლიტერატურა რედაქტირება