აღმამედლო
აღმამედლო[2], აღამედლი[3] — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის მარნეულის მუნიციპალიტეტში. კასუმლოს თემის საკრებულო.[1] სოფელში არის აღმამედლოს სკოლა.
სოფელი | |
---|---|
აღმამედლო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | ქვემო ქართლი |
მუნიციპალიტეტი | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
თემი | კასუმლო |
კოორდინატები | 41°19′48″ ჩ. გ. 44°54′14″ ა. გ. / 41.33000° ჩ. გ. 44.90389° ა. გ. |
მოსახლეობა | 2289[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | აზერბაიჯანელები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირება2019 წლის თებერვალში სოფელში ადგილობრივმა მცხოვრებმა კუთვნილი მიწის ნაკვეთის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების სამარხი აღმოაჩინა. პირველადი დათვალიერებისა და შესწავლის საფუძველზე ახლად გამოვლენილი ობიექტი, სავარაუდოდ, ადრე შუა საუკუნეებში ფართოდ გავრცელებული ქვაყუთის ტიპის კოლექტიურ სამარხს წარმოადგენს და ის თანამედროვე მიწის ზედაპირიდან 92 სმ სიღრმეშია განთავსებული. მისი ზომები გარე პერიმეტრზე 210 სმ-ს, სიგანე 78 სმ-ს, ხოლო სიღრმე 41 სმ-ს შეადგენს. სამარხში ასევე აღმოჩნდა ქრისტიანული წესით, გულაღმა ჩასვენებული ორი ზრდასრული ადამიანის ძვლები[4].
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2289 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 2867 | 1420 | 1447 |
2014[1] | 2289 | 1164 | 1125 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 24.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 18.
- ↑ მარნეულში ადგილობრივმა მიწის დამუშავებისას ადრეული შუა საუკუნეების სამარხი იპოვა
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II